აშშ-ს კიბერუსაფრთხოება

რუს ჰაკერებს აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის სერვერებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

Teiss

ჰაკერული ჯგუფმა Cozy Bear-მა, რომელსაც აშშ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს უკავშირებს, რესპუბლიკური პარტიის,  ეროვნული კომიტეტის კომპიუტერული სისტემა გატეხა. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიბერშეტევა გასულ კვირას მოხდა. უცნობია, რა მონაცემების მოპარვა შეეძლოთ ჰაკერებს. გამოცემის თანახმად, შეტევა შესაძლებელი გახდა რესპუბლიკური პარტიის სერვერების პროვაიდერი ფირმის, Synnex-ის სისტემაში სისუსტის გამოყენებით. უშუალოდ პარტია ამბობს, რომ იმის ნიშნები, რომ მონაცემები კომპრომეტირებული იყო, არ არის და ჰაკერებმა ვერ მოიპოვეს წვდომა პარტიის მონაცემებზე.

რუსეთის საელჩო ვაშინგტონში ამბობს, რომ Bloomberg-ის ინფორმაცია ჰაკერულ შეტევაზე ცარიელი სიტყვებია, რომელსაც არაფერი ადასტურებს.  

3 ივლისს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერულმა ჯგუფმა მასშტაბური კიბერთავდასხმა მოაწყო, რომლის შედეგად 1000-ზე მეტი კომპანია დაზარალდა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებული არ არის იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლება შეტევასთან დაკავშირებულია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს თანახმად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებული Cozy Bear-ი 2016 წელს დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის სერვერების გატეხვის უკან იდგა.

კომენტარები