ერაყში, აინ ალ-ასადის აეროპორტთან მყოფ ბაზას, სადაც ამერიკული ძალები არიან განთავსებული, მინიმუმ, 14 რაკეტა ესროლეს. დაშავდა სამი ადამიანი. მათი დაზიანებები არაა სასიკვდილო.
აშშ-ს არმიის პოლკოვნიკის, ვეინი მაროტოს თქმით, რაკეტები ჩამოვარდა ბაზასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აშშ-მ თავდასხმაში ირანის მიერ დაფინანსებული დაჯგუფებები დაადანაშაულა.
აქამდე, ორშაბათს, 5 ივლისს ამავე ბაზის მიმართულებით მინიმუმ 3 რაკეტა ისროლეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასევე, სამშაბათს, 6 ივლისს დრონით თავდასხმა მოხდა ერბილის აეროპორტზე, სადაც ასევე აშშ-ს ძალებია განთავსებული. მსხვერპლი არც ამ შემთხვევას მოჰყოლია.
გასულ კვირებში თავდასხმა მოხდა ერაყში არსებულ ელექტროსადგურზეც, რაზეც პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.



![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)

