ეკონომიკა

ბიუჯეტის ხარჯები 1.1 მილიარდით, 19.5 მილიარდ ლარამდე იზრდება

2021 წლის ბიუჯეტის ხარჯები 1.1 მილიარდი ლარით, 19.5 მილიარდ ლარამდე იზრდება. ცვლილების შესახებ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა.

ბიუჯეტის ცვლილება მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 7.7%-მდე ზრდას უკავშირდება.

გაზრდილი ბიუჯეტი შემდეგ სფეროებზე გადანაწილდება:

  • 446 მილიონი ლარი – COVID-19-ის მართვა და ჯანდაცვა;
  • 220 მილიონი ლარი – მუნიციპალური ინფრასტრუქტურა;
  • 177 მილიონი ლარი – სოფლის მეურნეობის პროგრამები;
  • 75 მილიონი ლარი – ბავშვთა სოციალური დახმარება;
  • 55 მილიონი ლარი – ეკონომიკის ხელშეწყობა;
  • 40 მილიონი ლარი – განათლების დაფინანსება;
  • 35 მილიონი ლარი – დევნილთა განსახლების საკითხები;
  • 30 მილიონი ლარი – სპორტის დაფინანსება;
  • 30 მილიონი ლარი – თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა.

მინისტრის თქმით, ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი პარლამენტს 6 ივლისს წარედგინება.

კომენტარები