გაზმომარაგების შეზღუდვა

თბილისი ენერჯი: GWP-მ მილი დააზიანა და გაზი 5 000 აბონენტს არ აქვს, 2 ივლისის 16:00-მდე აღდგება

თბილისი ენერჯის ცნობით, ნუცუბიძის ფერდობისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მიწის სამუშაოების წარმოებისას, კომპანია GWP-მ გაზსადენი დააზიანა. შედეგად, 5 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა.

საბურთალოს რაიონში - გაგარინის 18-ში, 29-ში მდებარე შპს ირს თაუერის საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ვაზისუბნის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ვეძისის დასახლებაში არდაზიანის, წულუკიძის, ზემო ვეძისის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ზემო ვეძისის ქ. 6ა-ში - შპს ამხანაგობა ლისის 2015, ზემო ვეძისის ქ. 4,2 ა,3 ა-ში - შპს თბილისი ტურიზმის ცენტრის, იური გაგარინის ქ.18-ში მდებარე ამხანაგობა გაგარინის 18-ს, გაგარინის 29-ში მდებარე შპს ირს თაუერს, ელისაბედ ჩერქეზიშვილის 2-ში მდებარე შპს მ.დ.კ-ს, ზემო ვეძისის 103-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ზემო ვეძისის ქუჩისა და ჩიხის, ივანე ბერიტაშვილის, ოსეთის 46ა, ზემო ვეძისის 29/3, 33/7, 34/5, 35/4, 30/3-ში მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე, ზემო ვეძისის 4-ში შპს თბილისის ტურიზმის ცენტრს, ზემო ვეძისის 1-ში – შპს ტიფლისი-პერმ გრუპს, შპს მორენა–პროს, შპს ტურიზმის ცენტრს, გაგარინის 29-ში – საქართველოს ბანკის სათაო ოფისს, ვაზისუბნის 4-ში  ასოციაციას - სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – შპს საშხაპეს, იური გაგარინის 29-ში მდებარე საქართველოს ბანკის სათაო ოფისსა და მიმდებარედ განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.

დიღომში – ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ვაშლიჯვარში  მარშალ გელოვანის გამზირის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, კვანტალიანის, ვალენტინ თოფურიძის, არზაყან ემხვარის, მუხრან მაჭავარიანის, იასამნის, გვირილების, ბროწეულის ქუჩებისა და ასევე გელოვანის გამზ. 4-ის (ყოფილი ინდუსტრიული კოლეჯის შენობაში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას)

სოფ. დიღომში – ნატბეურების დასახლებას, სოფ. დიღომი – დიდგორის  2, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე შპს სოკარ პეტროლიუმისა და შპს მმს-გაზის გაზგასამართ სადგურებს, შპს ბელუქსს, შპს იბერია ავტო ჰაუსს, ვაშლიჯვარის დას-ში  საქართველოს ბანკის ფილიალს, მე-4 პოლიკლინიკას, შპს იფქლი პირველს, შპს ოჯთ ომეგას, შპს ჰიდროსერვისს, თავდაცვის სამინისტროს ობიექტს, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფილიალს, შპს ჰერმესს, შპს პრესტიჟს, შპს საქართველოს ქვას, მარშალ გელოვანის გამზ. 2-ში მდებარე რადიო ფორტუნას შენობაში განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, გელოვანის გამზირზე, ნაკვ, 3/3-ში - რესტორან ვეფხი და მოყმეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, პროფესიულ კოლეჯ იკაროსს, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შპს ფერმა მარკეტს - აგრო ჰაბი, სუპერმარკეტ ბრიკორამას, ავეჯის სახლს - შპს მიას, ჯვართამაღლების სახელობის ტაძარს, შპს სადილი ჯის, შპს საშხაპეს, საბავშვო ბაგა-ბაღ სინათლეს, საჯარო სკოლა # 158-ს, საბავშვო ბაგა-ბაღს # 70 და სხვა;

ნუცუბიძის პლატოზე - ლისის ტბის მიმდებარედ – შპს ლისი ვერანდას (ცაცხვების, თუთის ქუჩა) საცხოვრებელი კომპლექსის (A, B, ჩ, D, F, G, H-ბლოკები), ნუცუბიძის IV მ/რ-ში მდებარე კორპ. 42, 43, 55, 55ა, 55ბ, 55გ, კორპ. 35-ის ნაწილს, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 36-ის მიმდებარედ (კორპ. 35-ის მიმდებარედ), ნუცუბიძის IV მ/რ-ში მდებარე კორპ. 21დ (იგივე ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 20-ის მიმდებარედ), კონსტანტინე კაპანელის 21-ში მდებარე შპს თეთრი სამყაროს, საცხ. კორპუსის, ასევე სოფ. თხინვალას მიმდებარედ – ავთო ვარაზის ქ. 44-ში მდებარე შპს გრინ დეველოპმენტისა და ლისის საკრებულოს, ნაკვ.719-ში მდებარე შპს AGHABY GROUP-ს.

ნუცუბიძის ფერდობზე – ფერმწერთა ქ. 38-ში (ფერმწერთა ქ. 38-1, 38-2) მდებარე შპს ენ კაპიტალს, ავთო ვარაზის I შ. 3-ში მდებარე შპს ტერასა საბურთალოს, ავთო ვარაზის ქ. 107-ში მდებარე შპს მწვანე უბანი ლისთან საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, სოფელ თხინვალას, სოფელ აგარაკების კერძო სექტორის მოსახლეობას, ფერმწერთა ქუჩის, ავთო ვარაზის, ნინო ზაალიშვილის, ალექსანდრე ბანძელაძის, ზარწემის, ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქვემო ლისი, ლისის ჭაობის მიმდებარედ, ჭაბურღილთან), ლისის საკრებულოსა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობის ნაწილს, სოფ. თხინვალასა და მიმდებარედ შპს გრინ დეველოპმენტის საცხოვრებელი კორპუსის, სოფელ აგარაკების კერძო სექტორის მოსახლეობას, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს, ფერმწერთა ქუჩის, ნუცუბიძის ფერდობზე SOS ბავშვთა სოფელს, შპს თბილისი იპოდრომ სერვისს, სხივური ] მედიცინის ცენტრს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას, სკოლა-ლიცეუმ მწიგნობართუხუცესს, შპს ლისის ტბას, შპს ლისის აბანოებს, ბრიტანულ-ქართულ აკადემიას, შპს ათასწლეულის სკოლას, ინტენსიფიკაციის ქუჩაზე მდებარე სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო 112-ის შენობას და სხვა.

"გაზის მიწოდება ეტაპობრივად დღეს დაიწყება და სრულად აღდგება ხვალ, 16:00 საათისთვის. ბოდიშს ვუხდით აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო" - აცხადებს თბილისი ენერჯი.

კომენტარები