გაზმომარაგების შეზღუდვა

თბილისის 6 800 აბონენტს გაზმომარაგება მინიმუმ 24 საათით შეუწყდება

ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 6 800 აბონენტს გაზმომარაგება მინიმუმ 24 საათით შეუწყდება. ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს.

29 აგვისტოს 10:00 საათიდან 30 აგვისტოს 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება: 

ოქროყანაში – ა, ბ, გ ზონის, 1 მაისის, აკაკი ხორავას, ამაღლების, გელოვანის, დ.გურამიშვილის ქუჩისა და ჩიხების, თბილისის, ბესიკის, ვაჟა-ფშაველას, ექვთიმე თაყაიშვილის, ყაზბეგის, ხერგიანის, ცივწყაროს, აკ. წერეთლის, ჭავჭავაძის, ციურიხის, სატყეოს, მეფუტკრეობის, კოჯრის, ლაღიძის, სანავარდოს, ნ. ბურის ქუჩების, წავკისის ველის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის, სოფ. წავკისისა და ტაბახმელის გზაზე, ასევე ფუნიკულიორის ზემო პლატოზე, პარკის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას.  

ასევე გაზის მიწოდება შეუწყდება ამ ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტებს: შპს კოლხეთი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შპს თაღლაურა მენეჯმენტ კომპანია, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ოქროყანის #162 ბაგა-ბაღი,, #28 საჯარო სკოლა, ოქროყანის ეკლესია, სს ქართუ ჯგუფს, შპს ოქროყანა რიზორთი, შპს თბილისის პარკი, შპს ეს-ჯი ეს გრუპი, შპს მთაწმინდის პარკი, შპს ტელერადიოცენტრი, შპს ჰასკი ჯგუფი. სოფ. წავკისში (ოქროყანა-წავკისს შორის) შპს ენ სი დი ოქროყანას ტერიტორიაზე და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება ამაღლების III ჩიხი 6-ში მდებარე შპს სამშენებლო კომპანია მონუმენტმშენის საცხოვრებელი კორპუსის, ასევე სოლოლაკის ხეივანი 8-ში მცხოვრებ კერძო სექტორის ორ აბონენტს. 

ასევე ლადო ასათიანის ქ. 30-ში ( მცხოვრებ მოსახლეობას, ლადო ასათიანის ქუჩაზე – საჯარო სკოლა # 43-ს, მეექვსე საავტორო სკოლას, სოლოლაკის ხეივანში მდებარე შპს ფინსერვისი XXI-ს, ც45-ს, შპს დიპლომატს), კოჯრის ახალი გზა # 7-სა და 10-ში (ახლ. მარო მაყაშვილის აღმ. 5, 7, 9) მდებარე შპს ,თბილისის ხედის საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობასა და ამავე ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ, საბიუჯეტო ობიექტებს.   

ვაკის რაიონი - გაზის მიწოდება შეუწყდება უჩანეიშვილის ქ. 2ა-ში მდებარე თეა ალთუნაშვილის საცხოვრებელ კორპუსს, ბაგების ქ. 1, 2, 3, წყნეთის გზ. შეს.3, წყნეთის გზ. 2, 7, 7ა, 15, 15/17, 17, 23, 29-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებს, არჩილ ამაღლობელის, ბაგები-იმედაძის ქუჩის, გასავალის, ჩიხის, წყნეთის გზ. ჩიხის, გას, შეს, ქუჩის, უჩანეიშვილის ქუჩის, ბესარიონ ბელინსკის, წყნეთის, კორძაიას, ვახტანგ ტაბლიაშვილის, მალხაზ დოლიძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. ასევე,  ჭავჭავაძის გამზ. 84-ში განთავსებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს ექს. დასკ. გამოკვ. ცენტრს, შპს პრემიუმ ბეიქერს.

წყნეთში – დავით აღმაშენებლის, მაია წყნეთელის, სააკაძის, სტალინის (ახლ. ამილახვარის), საირმის, გორკის, თამარ მეფის, ლესელიძის, კოსტავას, ორბელიანის, რუსთაველის, ქ. წამებულის, ვაჟა-ფშაველას, გრიშაშვილის, თევდორე მღვდლის, ჩოლოყაშვილის, ფიროსმანის, ტაბიძის, არსენას, ჭავჭავაძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის მიმდებარედ – ქეთქეთების დასახლების, ასევე სატყეო უბნის, ვაშლის ბაღის ტერიტორიასა და მწვანე ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას, წყნეთის ,,ა” ზონა, 12კ, წყნეთის ,,ბ” ზონა, ,,გ” ზონა, 2კ, 3კ, ეკ. კორპ. 1, წყნეთში – თამარ მეფის ქ. 17, 25, 42-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე წყნეთი – აფხაზეთის, ახალდაბის, გაგრის, გორგასლის, გრიშაშვილის, გორკის, გურამიშვილის, თამარ მეფის ქუჩის, ჩიხისა და შესახვევის, ილიკო სუხიშვილის, იაკობ გოგებაშვილის, სააკაძის, იფნის-ბარის, რუსთაველის, სატყეოს, ქ. წამებულის, ყაზბეგის, ცეკავშირის დას, წერეთლის, მაია წყენთელის ქუჩისა და შესახვევების, ე. წ. ვაშლის ბაღების ტერიტორიის, ნუშის ბაღების ტერიტორიაზე, წყნეთის ა ზონის (სამთავრობო ზონის), წყნეთის “ბ” ზონისა და სოფ. ახალდაბაში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას.

ასევე, # 118-ე საბავშვო ბაგა-ბაღს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოს (საქსტატი), გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილებას, წმ. ნინოს სახელობის ეკლესიას, კოპალას, სს ნიკორას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრს, დიდგორის რაიონის გამგეობის შენობასა და წყნეთის ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა მცირე კომერციულ ობიექტებს.  

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 30 აგვისტოს 10:00 საათიდან და დასრულდება 19:00 საათამდე.

"თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყურადღებით იყოთ. არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში" - წერია განცხადებაში.

კომენტარები