კორონავირუსი საქართველოში

COVID 19 – ბოლო 7 დღეში მლნ კაცზე სიკვდილიანობით საქართველო მე-17 ადგილზეა, აცრებით – 147-ე

AFP - Getty Images

ბოლო ერთი კვირის მონაცემით, 1 მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის ახალი შემთხვევებით საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზეა. ბოლო 7 დღეში საქართველოზე მაღალი სიკვდილიანობა მხოლოდ შემდეგ 16 ქვეყანას აქვს - პარაგვაი, ნამიბია, სეიშელი, კოლუმბია, არგენტინა, სურინამი, ურუგვაი, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, ომანი, ბრაზილია, ჩილე, ბოლივია, პერუ, რუსეთი და მონღოლეთი.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შემთხვევებს, ბოლო 7 დღის მონაცემებით, საქართველო მილიონ მოსახლეზე ინფიცირების ახალი ფაქტებით მსოფლიოში 27-ე ადგილს იკავებს. 

ვაქცინაციის ტემპით კი საქართველო პირველ ასეულშიც კი არ არის. მილიონ მოსახლეზე ადმინისტრირებული დოზების რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში 147-ე ადგილს იკავებს. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მხოლოდ 103 170 ადამიანი, რაც მოსახლეობის 2.6%-ია.

კომენტარები