თამარ ჟვანიას გადადგომა

ხოშტარია: კარგია ჟვანიას გადადგომა, მაგრამ იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა

მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია წერს, რომ თამარ ჟვანიას ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგომამ არ უნდა შექმნას ილუზია,  რომ გაყალბების სისტემა მოირღვა და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს სისტემის სიმახინჯეზე.

"კარგია, რომ მაინც მოუწია ჟვანიას წასვლა, მაგრამ:

1. კიდევ ერთხელ მეტყველებს სისტემის სიმახინჯეზე, როცა უნდათ, რა სოუსითაც უნდათ ისე რომ მიიღება გადაწყვეტილებები

2. იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა

3. ერთი კვირის წინ ზუსტად საპირისპირო თქვა, უპატივცემულობა კიდევ ერთხელ

4. ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა

5. გამყალბებელთა კლანი ჯავახიშვილის თაოსნობით კომფორტულად არიან" .- წერს ელენე ხოშტარია.

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა, მაშინ, ორდესაც რამდენიმე დღით ადრე, 22 ივნისს ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა.

 

კომენტარები