Facebook

FACEBOOK-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

კომპანია Facebook-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

სოციალური პლატფორმების გიგანტი რიგით მეხუთე ამერიკული კომპანიაა, Apple-ის, Microsoft-ის, Amazon-ისა და Google-ის შემდეგ, რომელმაც ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ათეულიდან 8 მათგანი ტექნოლოგიური კომპანიაა.

28 ივნისს აშშ-ის სასამართლოს მიერ Facebook-ის ანტიმონოპოლიურ საქმეში გამართლებას აქციების 4.2%-ით ზრდა მოჰყვა, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია საბაზრო კაპიტალიზაციის მკვეთრი ცვლილების.

Facebook-ის მფლობელობაში რამდენიმე სოციალური პლატფორმა: Messenger, Instagram, WhatsApp და Oculus. კომპანია შემოსავლის უდიდეს ნაწილს კი აღნიშნულ სოციალურ ქსელებში რეკლამების გაყიდვით იღებს.

Facebook-ი 2000 წლის შემდეგ დაარსებული პირველი კომპანიაა, რომელმაც ტრილიონიანი ნიშნულის გადალახვა მოახერხა. მისი საბაზრო დებიუტი 2012 წელს შედგა და პირველადი კაპიტალიზაცია 104 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის ქონება ამჟამად 128 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ათეული.  წყარო: companiesmarketcap.com

 

კომენტარები