COVID-19-ის ვაქცინა

კვლევა: Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების შერევა მაღალეფექტიან შედეგს იძლევა

ოქსფორდის კვლევის თანახმად, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შერევა მაღალეფექტიან იმუნურ შედეგს იძლევა. 

Com-COV კვლევის ფარგლებში ერთმანეთს შეადარეს ვაქცინების გაკეთების სხვადასხვა თანმიმდევრობა, მათგან ყველაზე ეფექტიანი კი AstraZeneca-ს ვაქცინის შემდეგ Pfizer-ის დოზის მიღება აღმოჩნდა. 

ვაქცინების შერევის ნებისმიერმა კომბინაციამ აჩვენა COVID-19-ის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნის მაღალი მაჩვენებელი.  

ოქსფორდის პროფესორის, მეთიუ სნეიპის თქმით, აცრების შერევის მეთოდი მეტ მოქნილობას შესძენს და დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს.

მიუხედავად ამისა, სნეიპის აზრით, ეს აღმოჩენა არსებული მეთოდის შეცვლის აუცილებლობას არ აჩენს და ის, საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატიულ საშუალებად უნდა იყოს განხილული. 

Com-COV-ის კვლევაში 850-მდე ადამიანი მონაწილეობა, მეცნიერები ვაქცინების მიღებას შორის 8-დან 12 კვირამდე შუალედს უწევენ რეკომენდაციას. 

ვაქცინების შერევის მეთოდი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე ნებადართულია. 
 

კომენტარები