კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია AstraZeneca-ზე: როცა მოქალაქე მიდის ასაცრელად და ვერ იღებს დოზას, სერიოზული ხარვეზია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, სერიოზული ხარვეზია, რომ  AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად მისული მოქალაქეების აცრა ვერ მოხერხდა. 

მისივე თქმით, "სწორედ ამას მოყვა მათი პასუხი და აუდიტის სამსახურის მობილიზება". 

"რა თქმა უნდა, ხარვეზია, ცალსახად ხარვეზია და ნამდვილად არ არის მისაღები ჩვენთვის, მოქალაქე, რომელიც მიდის აცრის ცენტრში, გეგმავს, რომ აცრა ჩაიტაროს, ვერ იღებს თავის დოზას, ეს არის სერიოზული ხარვეზი და სწორედ ამას მოყვა ჩვენი პასუხი და აუდიტის სამსახურის მობილიზება იმისთვის, რომ ასეთი ხარვეზების რისკები შეფასდეს და მოხდეს მაქსიმალური გადაზღვევა". – ამბობს გაბუნია. 

მოქალაქეებმა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მეორე დაჯავშნილი დოზა ვერ მიიღეს, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

"ყველა, ვინც არის ვაქცინირებული, თავის დოზას აუცილებლად მიიღებს". - თქვეს NCDC-ში, თუმცა ვერ ახსნეს, რატომ არეგისტრირებდა სისტემა მეორე დოზით აცრისთვის მოქალაქეებს, თუ ვაქცინის მათთვის განკუთვნილი დოზები ხელმისაწვდომი არ იყო. 

კომენტარები