კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე AstaZeneca-ზე: პროცესი ხელით ვმართეთ, პრიორიტეტია ვაქცინაციის მე-10 და მე-12 კვირა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინაზე დაჯავშნილ მეორე დოზებს ვერ იღებდნენ, სამინისტრომ პროცესი ხელით მართა და პრიორიტეტი მიენიჭათ ვაქცინაციის მე-10 და მე-12 კვირაში მყოფ მოქალაქეებს. ისინი კი, ვისაც ჯავშანი მე-7, მე-8, ან მე-9 კვირაში ჰქონდათ, აცრას მეათე-მეთორმეტე კვირაში შეძლებენ.

"რაც შეეხება ასტრაზენეკას, თქვენ იცით, რომ ასტრაზენეკათი ვაქცინირების პროცესში მნიშვნელოვანია დაცული იყოს პირველსა და მეორე ვაქცინაციას შორის გარკვეული პერიოდი. მას შემდეგ, რაც შეიქმნა ის პრობლემა, რომელმაც გამოიწვია საზოგადოების სრულიად სამართლიანი აღშფოთება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მნიშვნელოვანია, პროცესი ხელით ყოფილიყო მართული, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის მე-10 და მ-12 კვირა, უსაფრთხოდ უნდა ყოფილიყო მათი ვაქცინაცია და შესაბამისად, ამ ჯგუფში გავაკეთეთ გარკვეული პრიორიტეტების დასახვა - რეგისტრირებულები იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჰქონდათ ვაქცინაციის მეშვიდე, მერვე ან მეცხრე კვირა, ვინაიდან არც ესაა აკრძალული და შესაბამისად, მოქალაქე თვითონ წყვეტს, თუ რომელი კვირიდან გეგმავს ვაქცინაციას. 

ჩვენ მოვახდინეთ ამ მოქალაქეების რიგის მანუალური მართვა, რის შედეგადაც ყველა ჩვენს მოქალაქეს მიეწოდება მისთვის კუთვნილი და საჭირო ვაქცინა, რათა ასტრაზენაკათი ვაქცინაცია იყოს უსაფრთხო. [...] მათ საფრთხე არ შეექმნებათ, როგორც კი ისინი გადავლენ თავიანთი ვაქცინაციის მე-10 და მე-12 კვირის პერიოდში, ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ აცრას". – თქვა ტიკარაძემ. 

მოქალაქეებმა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მეორე დაჯავშნილი დოზა ვერ მიიღეს, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

კომენტარები