ისლანდია

ისლანდიაში COVID-19-თან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა, 16 წელს ზემოთ მოსახლების 87% აიცრა

ისლანდიის ხელისუფლებამ 26 ივნისიდან ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოხსნა. ისლანდიელებს აღარ მოუწევთ პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა, დიდი შეკრებებისგან თავის შეკავება და სხვა შეზღუდვებით ცხოვრება.

Covid-19-ის გავრცელებას ისლანდია ძირითადად ტესტირებითა და კონტაქტების გამოვლენით ებრძოდა, თუმცა გასული წლის მანძილზე რამდენჯერმე ლოკდაუნის შემოღებაც დასჭირდა.

"ვუბრუნდებით ჩვეულ საზოგადოებრივ ცხოვრებას, რომელიც ასე გვენატრებოდა" - თქვა ისლანდიის ჯანდაცვის მინისტრმა სვანდის სვავარსდოტირმა

ისლანდიის ხელისუფლების თანახმად, 16 წლის ზემოთ მოსახლეობის 87%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული, სრულად აცრილია – 48%.

ისლანდია პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც ყველა შეზღუდვას ხსნის.

ისლანდიის მოსახლეობა დაახლოებით 341 243 ადამიანია. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 6 637 შემთხვევა გამოვლინდა, ინფექციით გარდაიცვალა 30 ადამიანი.

კომენტარები