საქართველოსთვის 2021

გახარია: მომეჩვენა, ბატონი ბიძინა იმ მომენტში ჩემი კაბინეტის რამდენიმე მინისტრს მართავდა

ამაზე ბევრი განმარტება გავაკეთე, მინდა, ეს ფურცელი [დავხურო].... გიპასუხებთ და დახურეთ ეს თემა. მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში ჩემი კაბინეტის რამდენიმე მინისტრს მართავდა. მათ გარკვეულ დავალებებს აძლევდა. ეს მომეჩვენა და ამის გასარკვევად ვრეკავდი.

უპასუხა გიორგი გახარიამ ამერიკის ხმის კითხვას, რატომ დაურეკა ბიძინა ივანიშვილს, თუ მას არ ჰქონდა არანაირი როლი და ძალაუფლება გახარიას ჰქონდა.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა პოსტი 2021 წლის, 18 თებერვალს დატოვა.

კომენტარები