საქართველოსთვის 2021

გახარია გავრილოვის შემოშვებაზე: არ იყო ჩემი საქმე, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ წყვეტდა

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას საერთოდ არ წყვეტდა" - უპასუხა გიორგი გახარიამ ამერიკის ხმის ჟურნალისტის კითხვას,  ისევე ფიქრობს თუ არა, როგორც 2019 წელს ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ გავრილოვისნაირი ფიგურის საზღვარზე შემოშვების საკითხს, თუ მას [ოკუპაციის] კანონი დარღვეული არ ექნებოდა, ოპერატიულად გადაწყვეტდა და ან შემოუშვებდა, ან არა.

"მაშინ განცხადების კონტექსტი გავრილოვი კი არ იყო, განცხადების კონტექსტი იყო, რომ მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში ვასრულებ კანონს. დღეს აღარ ვარ შს მინისტრი, რა თქმა უნდა, გავრილოვის შემოშვება კი არა, იმ შენობაში შეშვება და სკამში ჩაჯდომა შეცდომა კი არ იყო... იცით რამდენიმე ადამიანი მაშინ არ შემოუშვეს საზღვარზე? შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას საერთოდ არ წყვეტდა", - თქვა მან.

ამის შემდეგ წამყვანმა გახარიას ჰკითხა, ეთანხმება თუ არა იმას, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა რუსეთის გავლენებს უკავშირდება, რაზეც მან უპასუხა - "წარმოდგენა არ მაქვს და არ მაინტერესებს, არის, დავუშვათ".

"მე უნდა შემესწავლა, ეს კონგრესი რა არის? ეს არ იყო ჩემი საქმე, მე შს მინისტრი ვიყავი. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ წყვეტს, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინ უნდა შემოუშვას და ვინ არ უნდა შემოუშვას, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამბობს ამაზე ან უარს, ან კის", - თქვა მან.

2019 წლის, 6 სექტემბერს მაშინდელ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას, გიგა ბოკერიამ ჰკითხა:

"ხვალ გავრილოვისნაირი ფიგურა რომ მოადგეს საქართველოს, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, შემოუშვებდით თუ არა ქვეყანაში?"

კომენტარები