ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი ვაქცინაციაზე: ჩვენი გეგმაა დღეში 30 000 აცრა ჩავატაროთ

ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ ვაქცინაციის პროცესს ივლისიდან, ერთ კვირაში, 10 დღეში მაქსიმუმ, როგორც კი შემოვა ჩემ მიერ დასახელებული მილიონი და შემდეგ მეორე მილიონი ვაქცინა. უნდა გავიდეთ დღეში 30 000 აცრაზე, რაც არის სავსებით შესაძლებელი. სწორედ ეს არის ჩვენი გეგმა, რომ დღეში 30 000 აცრა ჩავატაროთ, პიკის დროს. დავიწყებთ 20 000-ით ავალთ 30-ზე. თვეში დაახლოებით ნახევარ მილიონ აცრას შევძლებთ.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები