პარლამენტი

ღარიბაშვილი: ვგეგმავთ, რომ შევიმუშაოთ აფხაზეთისა და ცხინვალის განვითარების სტრატეგიაც

რაც შეეხება საგარეო მიმართულებით ჩვენს გეგმებს და შერიგებისთვის გაწერილ გეგმებს, მინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ამის თაობაზე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგება. გვაქვს გეგმა, რომ შევიმუშაოთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაც. საწყის ეტაპზე გალის და ახალგორის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფციას შევიმუშავებთ. ასევე რეგულარული თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან იქნება შენარჩუნებული.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში.

კომენტარები