ვაქცინაცია საქართველოში

ღარიბაშვილი: წლის ბოლომდე 4 მილიონ დოზა ვაქცინას მივიღებთ, საკმარისია 60%-ის ასაცრელად

დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ფაიზერთან მივაღწიეთ მოლაპარაკებას მილიონი ვაქცინის მიღებაზე. ასევე, მილიონი სინოფარმი, მილიონი სინოვაკი, ნოვავაქსის 700 000 დოზა - ჯამში, წლის ბოლომდე 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ დაგეგმილ დონეს [მივაღწიოთ], 60% ჩვენი მოსახლეობის იქნეს აცრილი.

თქვა პრემიერმინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

საქართველოში 25 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 104 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა. 

კომენტარები