კუბა

"აბდალა"– კუბას მტკიცებით, მისი ვაქცინა COVID 19-ის წინააღმდეგ 92,28 %-ით ეფექტიანია

კუბას მტკიცებით, მისი ვაქცინა, სახელწოდებით აბდალა კორონავირუსის წინააღმდეგ 92,28 %-ით ეფექტიანია.

კუბის მთავრობის ინფორმაციით, მეორე ვაქცინა სობერანა 2 , 62 პროცენტით არის ეფექტიანია. ორივე ვაქცინის გამოცდის ბოლო ფაზა მარტის ბოლოს დაიწყო და ხელისფულება ამ ცდებს წარმატებულად აფასებს. 

"პანდემიით დაზარალებულმა ფინლეის ინსტიტუტისა და გენეტიკური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის ცენტრის ჩვენმა მეცნიერებმა ყველა დაბრკოლება გადალახეს და ორი ძალიან ეფექტური ვაქცინა მოგვცეს" - თქვა პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა.

კუბა პირველი ქვეყანაა ლათინური ამერიკის რეგიონში, რომელმაც საკუთარი ვაქცინა შექმნა. ქვეყანამ ვაქცინის იმპორტზე უარი თქვა, რასაც მთავრობის მოწინაღმდეგეების დიდი კრიტიკა მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ნაცვლად საკუთარი ვაქცინების შექმნისა და ცდებისა, ხელისუფლებას ვაქცინაციის პროცესი სწრაფად უნდა უზრუნველყო. 

კუბური ვაქცინების გამოცდას გეგმავენ სხვა ისეთი ქვეყნებიც, რომელებსაც აშშ-მ სანქციები დაუწესა. მათ შორისაა ირანი და ვენესუელა. დაინტერესებულია მექსიკა და იამაიკაც. 

ქვეყნის 11,2 მილიონიდან დაახლოებით ერთი მილიონი დღემდე სრულად არის აცრილი.

ოფიციალური მონაცემებით, ჰავანაში ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ყოველდღიური შემთხვევები განახევრდა.

კუბას ოფიციალური მონაცემებით, სულ 169 365 COVID-19 შემთხვევაა დადასტურებული და 1 170 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კომენტარები