ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა Ipsos-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა.
კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ამბობს, რომ ქართულ ოცნებას მისცემს, ნაციონალური მოძრაობას - 23%; საქართველოსთვის - 8%.
სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია:
- გირჩი - მეტი თავისუფლება - 5%
- ევროპული საქართველო - 3%
- ლეიბორისტული პარტია - 3%
- პატრიოტთა ალიანსი - 3%
- ლელო საქართველოსთვის - 2%
- სტრატეგია აღმაშენებელი - 2%
- მოქალაქეები - 2%
- ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 1%
- დროა - 1%
- გირჩი - 1%
- ერთობა, რაობა, იმედი - ერი - 1%
- სხვა - 2%
- უარი პასუხზე - 11%
გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოჰკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპონდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.