ვაქცინაცია საქართველოში

თალაკვაძე: ის ხალხი ლაპარაკობს ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღეთ ხანდაზმულებს?

მომეჩვენა თუ ის ხალხი ლაპარაკობს აქ ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღეთ ხანდაზმულ ადამიანებს? ღიმილიანი საქართველო, გახსოვთ თქვენი პროგრამა? და თქვენ გინდათ, ახლა დაგვაჯეროთ, მართლა წუხხართ, რომ ვაქცინამ ორი დღით დაიგვიანა?

მინისტრთან გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და მისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ვისაც ახლა უწევს მეორე ვაქცინაცია, ყველა მოქალაქე აიცრება და ეს პრობლემა ამოიწურება სრულად.

ასე მიმართა პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს პლენარულ სხდომაზე. ათობით მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, წერს, რომ მეორე დაჯავშნილ დოზას ვერ იღებს.

კომენტარები