კორონავირუსი საქარველოში

მთავრობამ დააზუსტა, რომ 30 ივნისის 23:00 საათიდან კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს

საქართველოს მთავრობამ დააზუსტა, რომ 30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს, თუმცა, მანამდე ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ ის 1-ელ ივლისს მოიხსნებოდა და ერთი საათი კომენდანტის საათი მაინც იმოქმედებდა.

"პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ – 30 ივნისს, საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს". – განმარტა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ. 

გადაადგილების შეზღუდვა საქართველოში 1-ლი ივლისიდან იხსნება. ასევე, დღეიდან, 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. 

 

კომენტარები