კორონავირუსი საქარველოში

ამბავი: ბარში დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები

Facebook

დღეიდან ბარ ამბავში შესვლა მხოლოდ ვაქცინირებულ სტუმრებს შეეძლებათ. ინფორმაციას ბარის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"დღეიდან ბარში დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები. გთხოვთ იქონიოთ ვაქცინაციის მინიმუმ პირველი დოზის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. შეზღუდვის მიზანია ვაქცინაციის მხარდაჭერა და შესაბამისი რისკ-ჯგუფების ინტერესებზე ზრუნვა". – წერია პოსტში.

კომენტარები