არჩევნები 2021

დეგნანი: თვითმმართველობის არჩევნები არის საქართველოს დემოკრატიის გამოცდა

ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნები არის საქართველოს დემოკრატიის და საარჩევნო პროცესის გამოცდა. ყველას სურს, პროცესებმა შეუფერხებლად ჩაიაროს და შედეგი იყოს ისეთი, რომელსაც ყველა ამომრჩევლის ნდობა ექნება. ვფიქრობ, რომ ქართველმა ლიდერები შეთანხმდნენ კარგ კურსზე, რომელიც გამოხატულია 19 აპრილის შეთანხმებით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა პარტიებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ამომრჩეველთა ინფორმირების ფარგლებში სოციალურ მედიის და მის როგორც უარყოფით, ასევე დადებით გავლენის საკითხზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალ არჩევნებზე, ოქტომბერში ვიხილავთ ნაკლებ სიძულვილის ენას, ნაკლებ დეზინფორმაციასა და ყალბ ინფორმაციას და მეტ ინფორმაციას პარტიების პლატფორმებზე, მათ გეგმებსა და პრიორიტეტებზე, რაც ამომრჩეველთა ინფორმირებულობის მხრივ სოციალური მედიის დადებითი მხარეა

თქვა აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა, ISED-ის კონფერენციაზე მედიასთან საუბრისას.

კომენტარები