კორონავირუსი და ტურიზმი

თურნავა: ტურისტული სეზონი იქნება უკეთესი, ვიდრე ველოდებოდით, მაგრამ არა – სრულფასოვანი

ძალიან კარგად მესმის, რომ პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი, ამიტომ, მინიმალური რაოდენობა შეზღუდვების რჩება და მათ შორის, ჯერჯერობით, ეს შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებზე, რადგან ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები მიჩნეულია ერთერთ რისკის მატარებელ ჯგუფად.

თუმცა, ვფიქრობთ, მართლაც უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად, რა შესაძლებლობები არსებობს დახმარების, იმიტომ, რომ ეს ინდუსტრია მართლაც არის დაზარალებული, ისევე ტოგოც ბევრი სხვა ინდუსტრია, რომელიც დაზარალდა კოვიდის გამო, მაგრამ ყველაზე დიდხანს, როგორც ჩანს, შეზღუდვები გავრცელდება ამ სეგმენტზე, ამიტომ, მზად ვართ, ჩვენი სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან და ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად, შევხვდეთ, განვიხილოთ, რა შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს, რომ დავეხმაროთ

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

კომენტარები