ალაბამა

ალაბამაში ერთმანეთს 18 მანქანა შეეჯახა – დაიღუპა 9 ბავშვი

ABC

აშშ-ში, ალაბამაში მაგისტრალზე ერთმანეთს 18 მანქანა შეეჯახა. გარდაიცვალა 10 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვია. 

ავარია შტორმმა გამოიწვია, რომელიც ალაბამაში მძვინვარებს და ამის გამო გზები სველია. 

გამოძიების ცნობით, გარდაცვლილი ბავშვების ასაკი 9 თვიდან 17 წლამდეა.  

დაიღუპა 29 წლის მამა და მისი 9 თვის შვილი. ასევე, Tallapoosa County Girls Ranch-ის კუთვნილ ავტომობილში მყოფი 8 მგზავრი გარდაიცვალა. ეს რანჩო მიტოვებული, ძალადობის მსხვერპლი გოგონების თავშესაფარია. მათგან ყველაზე პატარა 4 წლის იყო. 

ავარიის შედეგად კიდევ 5 ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ადგილობრივი პოლიცია თვითმხილველებს ვიდეო- და ფოტომასალის მიწოდებას და გამოძიებასთან თანამშრომლობას სთხოვს. 

რამდენიმე დღეა, ალაბამა სტიქიას ებრძვის. ტორნადოსა და ქარიშხლის გამო ათობით სახლი განადგურდა. 

 

 

კომენტარები