ალაბამა

ალაბამელი მღვდელი დაქორწინდა 18 წლის ქალზე, ვისთან ერთადაც ივლისში იტალიაში გაიქცა

30 წლის ალაბამელი კათოლიკე მღვდელი, ალექს ქროუ
YouTube

ორშაბათს, 20 ნოემბერს მობაილის ოლქში დარეგისტრირებული ქორწინების მოწმობის თანახმად, 30 წლის კათოლიკე მღვდელმა, ალექს ქროუმ 18 წლის ქალზე იქორწინა.

მანამდე, ივლისის ბოლოს ქროუმ მოზარდთან ერთად ამერიკა დატოვა და იტალიაში გაიქცა. ახლა უკვე მსახურებაშეჩერებული მღვდლის ცოლმა მაკგილ-ტულენის საშუალო სკოლა ახლახან დაამთავრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქროუ სკოლის თანამშრომელი არ ყოფილა, თუმცა თეოლოგიის კლასებზე სტუმრად დადიოდა ხოლმე, სადაც, სავარაუდოდ, მომავალი ცოლიც გაიცნო. ქორწინების მოწმობაში მითითებულია, რომ ქალს 18 წელი ივნისში შეუსრულდა.

მობაილის ოლქის არქიეპისკოპოსმა, თომას როდიმ ქროუს ივლისში მსახურების უფლება შეუჩერა, მოგვიანებით კი თქვა, რომ ვერ ხედავდა გზას, რომლითაც ახალდაქორწინებული მღვდლობაში დაბრუნდებოდა.

"ბოლო ამბები ქროუს სამოქალაქო ქორწინების შესახებ მხოლოდ ადასტურებს არქიეპისკოპოსის განაჩენს. არქიეპისკოპოსი როდი მოელის, რომ ვატიკანი ქროუს სასულიერო წოდებას საბოლოოდ ჩამოართმევს". - აღნიშნულია არქიეპისკოპოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოლქის პროკურორის თქმით, საქმე, რომელიც მღვდლისა და ქალის ურთიერთობაში სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით აღიძრა, უკვე დახურეს. კიტ ბლექვუდის თქმით, ახალგაზრდა ქალი პროკურორთან გამოცხადდა, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

კომენტარები