ხანძარი

აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლი იწვის

აბასთუმანში საცხოვრებელი სახლი იწვის.  ცეცხლი გაუჩნდა ორსართულიან შენობას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე 5 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

კომენტარები