კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე ჯაფარიძეზე: ადამიანებში ქვენა ინსტინქტების გაღვივების მეტი არაფერი გაუკეთებია

პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და ექსპერტები აგრძელებენ მცდელობებს, რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინონ საქართველოში არსებული COVID-19-ის სიტუაცია, გაუჩინონ მოსახლეობას დაუცველობის განცდა და უნდობლობა ქვეყნის და ჯანდაცვის ხელმძღვანელობის და ექიმების მიმართ.

პარტია გირჩი  მეტი თავისუფლების ლიდერი ბ-ნი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყნის ხელისუფლებას და COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს COVID პანდემიის ძალიან ცუდი მართვის და ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მძიმე ბრალდებებს უყენებს და არც მეტი არც ნაკლები "პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძის და თენგიზ ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს"!

ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პიროვნება, რომელიც სახელმწიფო წესრიგის მოშლის და ადამიანებში ყველაზე ქვენა ინსტიnქტების გაღვივების მეტი არაფერი გაუკეთებია, იმ ექიმების გასამართლებას ითხოვს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინეს და ქვეყანას მასშტაბური COVID ტრაგედია ააცილეს? არაფერს ვამბობთ ათეულ ათასობით C ჰეპატიტით ავადმყოფების სიცოცხლის გადარჩენაზე. ისე საინტერესოა, ბ-ნი ზურაბი ჩვენთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს?

წერს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერ ზურა ჯაფარიძეზე. 

კომენტარები