ომბუდსმენის ანგარიში

ჩაჩიბაია ლომჯარიას ანგარიშის წარდგენისას: პოზიტივი რომ გამოგეშვათ, ცუდი არ იქნებოდა

გულისტკივილი მინდა დაგიფიქსიროთ იმაზე, რომ თქვენ მოხსენებაში ძირითადი აქცენტები მხოლოდ ნეგატივზე გაამახვილეთ. მე მქონდა მოლოდინი იმისა, რომ მოხსენებაში, რა თქმა უნდა, ხარვეზებთან დაკავშირებითაც ისაუბრებდით, რაზეც ძირითადად თქვენ ისაუბრეთ, მაგრამ, ასევე  ყურადღებას გაამახვილებდით იმ პოზიტივზე და მიღწევებზე, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა. მე მესმის, რომ აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, ბევრ ადამიანს წვდომა არ ექნება და თქვენს გამოსვლას დაეფუძნება მათი შეფასება. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ ამ მოხსენებაში რომ ყოფილიყო პოზიტივი იმ კუთხით, რა კუთხითაც განხორციელდა დადებითი ნაბიჯები, უფრო მეტად მოტივატორი იქნებოდა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც და საკანონმდებლო ხელისუფლებისთვისაც მომავალში დადებითი ნაბიჯების გადასადგმელად.

თქვენ არ ისაუბრეთ ასევე დეზინფორმაციაზე და ცრუ ინფორმაციაზე, რომლითაც, ვფიქრობ, ილახება ადამიანის უფლებები. თქვენ ისაუბრეთ პოლიციელების მხრიდან გადაცდომებზე, მაგრამ არ გისაუბრიათ პოლიციელებზე განხორციელებულ ძალადობებსა და დარღვევებზე. თქვენ ისაუბრეთ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. თქვენს ანგარიშში დადებითად არის შეფასებული თავდაცვის სამინისტრო და დიდი მადლობა, რადგან თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები ეფუძნებოდა თქვენს რეკომენდაციებს და კარგი იქნებოდა, ესეც გეხსენებინათ, იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროში ნამდვილად განხორციელდა მთელი რიგი რეფორმები როგორც ანაზღაურების, ასევე სამსახურის გაუმჯობესების კუთხით. მე მინდოდა მეთქვა, რომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეფასებულია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც და ამასთან დაკავშირებით პოზიტივი რომ გამოგეშვათ, ცუდი არ იქნებოდა

მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პარლამენტში.

კომენტარები