ნამახვანჰესი

ენკა: არ ვაპირებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, ნამახვანჰესის, გაჩერებას

ნამახვანჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია ენკა ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

"სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია "ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის – "ნამახვანჰესის" – გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.

ასევე, კომპანია მზადაა, პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ".

კომენტარები