კროონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 22 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 794 შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.95 %-ია

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა 794 ახალი შემთხვევა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 40 667 ტესტი. გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.32%.

ინფიცირების 794 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 452 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 47, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე, 681 მძიმე პაციენტია, აქედან 190- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

12 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 353 443 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 338 318 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 034 კი გარდაიცვალა.

კომენტარები