კროონავირუსი საქართველოში

886 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 324 – მართვით სუნთქვაზეა

armradio.am

კორონავირუსის 18 197 აქტიური შემთხვევიდან 886 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 140, იმერეთში - 214.

ასევე, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პაციენტი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 49, იმერეთში - 42.

3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 - თბილისში,  2 047 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. 

25 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 114 889 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  95 581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 085 კი გარდაიცვალა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები