კროონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მნიშვნელოვანი შემსუბუქების რეკომენდაციას არ გავცემთ, სტაბილიზაციის ტენდენციაა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები დღეს წარედგინა საბჭოს. ჩვენ უფრო რადიკალური პოზიციის მომხრე ვართ. რამე მნიშვნელოვანი შემსუბუქების რეკომენდაციას არ ვიძლევით, რადგან გამოჩნდა ე.წ. სტაბილიზაციის ტენდენცია ქვეყანაში და არ უნდა გადავყაროთ ეს ყველაფერი წყალში. საქართველოსთვის 2000-3000 შემთხვევა ყოველდღიურად, ძალიან ბევრია, ეს იწვევს ჯანდაცვის სექტორზე ძალიან დიდ ზეწოლას. სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად 30-დან 40-მდე სიკვდილიანობა, გვქონდა 50 სიკვდილის შემთხვევაც. მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა, ამ ეტაპზე, არის 1 104 და აქედან 417 გახლავთ ხელოვნურ სუნთქვაზე. ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზული ზეწოლა გახლავთ სამედიცინო სექტორზე. ამიტომ, ჩვენ ვერ მივცემთ რეკომენდაციას, რომ იყოს მნიშვნელოვანი შემსუბუქებები...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მთავრობა განიხილავს, თუ რა შეზღუდვები მოიხსნება 24 დეკემბრიდან.

კომენტარები