აშშ-რუსეთი

მაკფოლი: როგორც ჩანს, მსოფლიომ დაივიწყა, რომ რუსი ჯარისკაცები უკანონოდ რჩებიან საქართველოშიც

პუტინთან ბოლო შეხვედრისას, 2011 წელს, ბაიდენმა გააკრიტიკა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება. ვიმედოვნებ, იმავეს გააკეთებს შემდეგ კვირასაც. როგორც ჩანს, მსოფლიომ დაივიწყა, რომ რუსი ჯარისკაცები არალეგალურად რჩებიან არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოშიც (სამწუხაროდ, მოლდოვაშიც). 

წერს რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე. ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან.

კომენტარები