ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: ეკონომიკის მხარდაჭერის ჩვენმა პოლიტიკამ წარმატებით იმუშავა

სამშენებლო დეველოპერული სექტორი, ალბათ დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური სექტორია, მისი პოტენციური გავლენით უამრავ სექტორზე, მათ შორის, საფინანსო სექტორზე და, რაც მთავარია, საზოგადოებაზე. ჩვენს ქვეყანას ახსოვს 2008-09 წლების ფინანსური კრიზისი და შემდგომ დეველოპერული კომპანიების გაკოტრების მთელი კასკადი, ასევე გაჩერებული მშენებლობებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი პრობლემების მასშტაბები, რომლის აღმოფხვრაც დღემდე ხორციელდება, ჩვენი მიზანი იყო სწორედ ამ რისკის თავიდან აცილება და, ვფიქრობ, ჩვენ ეს ძალიან წარმატებული პროგრამით შევძელით, შევძელით მსგავსი პრობლემებისგან თავის დაცვა. [...] ჩვენ შევძელით სისტემური პრობლემების თავიდან აცილება და ეკონომიკის მხარდაჭერის ჩვენმა პოლიტიკამ წარმატებით იმუშავა, ჩვენ გადავდივართ პოსტპანდემიურ პერიოდში.

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, პარლამენტში მინისტრის საათის დროს.

კომენტარები