ცნობილი ადამიანები

კირა ნაითლი: ყველა ქალი, ვისაც ვიცნობ, ერთხელ მაინც გამხდარა შევიწროების მსხვერპლი

კირა ნაითლი

ბრიტანელი მსახიობის, კირა ნაითლის თქმით, ის არ იცნობს ქალს, რომელიც ერთხელ მაინც არ გამხდარა შევიწროების მსხვერპლი. ამის შესახებ მან Harper's Bazaar-თან ისაუბრა.

მსახიობს ჟურნალისტმა ჰკითხა, ოდესმე თუ შეუვიწროებია ვინმეს, რაზეც კირა ნაითლიმ უპასუხა, რომ ყველას ჰქონია მსგავსი შემთხვევა.

"დიახ! ვგულისხმობ იმას, რომ მსგავსი შემთხვევა ყველას ჰქონია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცნობ არავის, ვინც რაიმე კუთხით შევიწროების მსხვერპლი არ გამხდარა, შესაძლოა, ეს იყოს უცნობი ადამიანის მხრიდან ქალის წინ გაშიშვლება, ან არასასურველი შეხება, ან კაცის მუქარა, რომ ყელს გამოგჭრის, ან სახეში გარტყმა და ნებისმიერი რამ, რაც შევიწროებაა - ეს ყველას გამოუცდია".

კირა ნაითლის თქმით, ის ყველა თავდაცვის საშუალებას თან ატარებს, როდესაც გარეთ გადის, რათა თავი დაცულად იგრძნოს.

"ეს ძალიან დამთრგუნველია". – ამბობს ის.

კომენტარები