ლეიბორისტული პარტია

ნათელაშვილი: ივანიშვილი გვართმევს იმ 20 000 ლარს თვეში, რომლითაც დანგრეულ სხეულს იმასაჟებს

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის არ აპირებს პარლამენტში შესვლას და, ამასთან ერთად, ისაუბრა იმ კანონპროექტზეც, რომელიც ლეიბორისტული პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ეს არის სასჯელი იმისა, რომ მისი პარტია პარლამენტში არ შევიდა.

"სასჯელმაც არ დააყოვნა, ამ წუთში პლენარული სხდომა პარლამენტისა იხილავს ფაქტიურად ლეიბორისტული პარტიის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე კანონს, რომლის თანახმადაც, ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც დაგვიტოვა ივანიშვილმა, მილიარდელმა, 20 000 ლარი თვეში, რომელიც სჭირდება ივანიშვილს ყოველდღე თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისათვის, აი, ის თანხა, ამასაც გვართმევენ და ფიქრობენ, რომ ამით ლეიბორისტული პარტია დაასრულებს, მე კი მათ ვპირდები, უფრო მალე დაასრულებენ ძალაუფლებით ტკბობას და ხელისუფლებაში ყოფნას". – ამბობს შალვა ნათელაშვილი. 

ამასთან ერთად, შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, პრეზიდენტს და მოკავშირეებს დასავლეთში რეაგირებისაკენ. 

"იმავდროულად, მე მოვუწოდებ პარლამენტში მყოფ ოპოზიციას, რადგან მან დაიწყო, ოლიგარქმა, რეპრესიების ტალღა, გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ პარლამენტი. მოვუწოდებ პრეზიდენტს, უუფლებოს, მაგრამ მაინც გარანტორს ამ ხელშეკრულებისა, დაადე ვეტო აღნიშნულ კანონპროექტს. მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ბრიუსელში, ბოლოს და ბოლოს შობეთ და დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიარდიან ქონებას". – ამბობს შალვა ნათელაშვილი. 

დღეს, 10 ივნისს  საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, რომელიც ითვალისწინებს პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხს. 

კომენტარები