ნინოწმინდის პანსიონი

მეუფე იაკობი პანსიონზე: რა გასაკვირია, უფროსმა პატარას თუ ვერ გააგებინა, ძალა გამოიყენოს?

თუ რამე დარღვევა იყო, ყველაფერი სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ, დამნაშავე, რა თქმა უნდა, დაისჯება, მაგრამ, იცით რა არის, შეიძლება ძალიან ცუდად იქცეოდეს ადამიანი, მაგრამ ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, უბრალოდ გრანტებზე მონადირეები. 

მე მაინც ვთვლი, რომ ადამიანი ვირი არ არის და ცემა არ არის აუცილებელი. სისულელეს რომ ლაპარაკობენ, ლამის მაცივარში გვამები და რაღაც სადისტური ისინი. ცალკეულ ადამიანებს, შეიძლება, მასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები, პარლამენტში არ ჰყოფნით ხოლმე და ერთმანეთს სცემენ, ურტყამენ, რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს? პირდაპირ გეუბნებით, თუნდაც წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ როდესაც ამბობენ გაუპატიურებას, ფაქტი ხომ არ უნდა იყოს, ვნახოთ ფაქტი, თუ იყო, უმკაცრესად დაისჯებიან.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები გაამართლა. 

კომენტარები