ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი: რუსეთის მიერ საზიანო ქმედებებს მკაცრად ვუპასუხებთ

ჯო ბაიდენმა ევროპაში ვიზიტი რუსეთის გაფრთხილებით დაიწყო

"ჩვენ არ გვინდა რუსეთთან კონფლიქტი. ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა... მაგრამ ცხადად ვიტყვი: თუკი რუსეთის მთავრობა ჩართული იქნება ზიანის მომტან ქმედებებში, შეერთებული შტატების პასუხი მკაცრი და სერიოზული იქნება". – თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრიტანულ ავიაბაზაზე ათასობით სამხედროს წინ. 

"როგორც აშშ-ს პრეზიდენტისთვის, ეს არის ჩემი პირველი მგზავრობა საზღვარგარეთ. მივემართები დიდი შვიდეულის სამიტზე, შემდეგ იქნება NATO-ს მინისტერიალი, ამის შემდეგ კი ბატონ პუტინს შევხვდები, რათა ვაცნობო ის, რაც მსურს რომ მან იცოდეს". – თქვა ბაიდენმა. 

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 16 ივნისს, ჟენევაში შეხვდებიან. 

კომენტარები