ვაქცინაცია

სინოვაკის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო

სინოვაკი

სინოვაკის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო.

ჩინური წარმოების სინოვაკის ვაქცინა, სინოფარმის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

სინოვაკის ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია 1 ივნისს მიიღო.

WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოვაკის ეფექტიანობა ორი დოზის მიღების შემდეგ 50.7%-ით განისაზღვრა, რაც ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მე-3 ფაზით დადგინდა. ამასთან ერთად, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში სინოვაკის ეფექტიანობა 100%-მდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ სინოვაკი კორონავირუსით დაავადებულს იცავს გართულებებისგან. 

საქართველოში 100 000 დოზა საქართველოში 29 აპრილს ჩამოვიდა. 

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/ 

კომენტარები