ევროკავშირი

ევროკავშირში საქართველოს ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ნატა საბანაძე 21 მარტს გადადგა. ამის შესახებ საბანაძემ თავის Facebook-გვერდზე დაწერა. ნატა საბანაძე 2013 წლიდან იყო საქართველოს ელჩი ევროკავშირში.  

ვახტანგ მახარობლიშვილი 2016 წლიდან იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2019 წლის 8 ივლისიდან კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

კომენტარები