ქართული ოცნება

წულუკიანი გახარიაზე: ლიდერმა უბრალოდ აიღო და ჩვენ დაგვყარა, მიგვატოვა

ბიძინა ივანიშვილი მის [გიორგი გახარიას] ამგვარ გასაოცარ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს და რა ჰქვია ამ საქციელს, თუ არა სწორედ ღალატი, იმედგაცრუება, ვინაიდან, ძალიან სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო და ჩვენ დაგვყარა ასე, მიგვატოვა მაშინ, როდესაც კანონი იყო დასაცავი

ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გიორგი გახარიას შესახებ. ივანიშვილის განცხადება სრულად იხილეთ აქ.

კომენტარები