თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია
tbl.ge/5knn
დაკოპირდა

ქართული ოცნების დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას მიერ მმართველი პარტიის დატოვებასა და ახალი პარტიის ჩამოყალიბებას ეხმაურება. ივანიშვილის განცხადება სრულად იხილეთ აქ.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




