ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

კობახიძე: საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება რომ არ გვსურს, ეს ცალსახაა

საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება რომ არ გვსურს, ეს, მე მგონი, ცალსახაა და ეს ასეც უნდა იყოს. სირბილეზე არ არის საუბარი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ხისტი განცხადებები არ არის საქმისთვის გამოსადეგი. ჩვენთვის მთავარია, ჩავეძიოთ, შევისწავლოთ, ვნახოთ ყველაფერი. არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ბავშვებს და ბავშვის უფლებებს როცა ეხება თემა, არის ძალიან მგრძნობიარე. როცა ეკლესიას ეხება თემა, ამ შემთხვევაშიც არის ძალიან მგრძნობიარე

ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე მისი "რბილი" განცხადებების შესახებ. 

კომენტარები