ალკოჰოლური სიმთვრალისას მართვა

ალკოჰოლური სიმთვრალისას სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში ზომები მკაცრდება

NSW courts

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომები მკაცრდება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

კანონპროექტის თანახმად, ალკოჰოლური სიმთვრალისას სატრანსპორტო საშუალების მართვა გამოიწვევს მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას, ხოლო ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.

მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე პარტია მოქალაქეების წევრმა და ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა წარადგინა.

კომენტარები