ბელარუსი-რუსეთი

ბელარუსმა რუსეთისგან $500-მილიონიანი სესხი მიიღო

ვლადიმირ პუტინი და ალექსანრ ლუკაშენკო
DW

2 ივნისს ბელარუსმა რუსეთისგან $500-მილიონიანი სესხი მიიღო. 29 მაისს სოჭში ვლადიმირ პუტინის და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მხარეები სახელმწიფო კრედიტის მეორე ტრანშის გაცემაზე შეთანხმდნენ.

$500-მილიონი $1-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელზეც პუტინი და ლუკაშენკო 2020 წლის დეკემბერში შეთანხმდნენ. ტრანშის პირველი ნახევარი ბელარუსმა 30 დეკემბერს მიიღო.

2020 წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინი ალექსანდრ ლუკაშენკოს $1.5-მილიონიანი დახმარების გაცემას დაჰპირდა. ამ თანხის მესამედი მინსკმა ევრაზიის სტაბილიზაციისა და განვითარების ფონდისგან მიიღო. 

იმის ფონზე, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით Ryanair-ის რეისის მინსკში იძულებით დაშვებისა და მთავრობის კრიტიკოსი აქტივისტის, რომან პროტასევიჩის დაკავების გამო დასავლეთის სახელმწიფოებმა ბელარუსს რიგი სანქციები და შეზღუდვები დაუწესეს, რუსეთი არა მხოლოდ ფინანსურად ეხმარება ბელარუსს, არამედ იგეგმება რუსეთ-ბელარუსს შორის საჰაერო მიმოსვლების სიხშირისგაზრდა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. 

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ახალი საჰაერო გზა ბელარუს ტურისტებს ევროკავშირის აკრძალვების თავიდან არიდების საშუალებას მისცემს, რადგან ისინი მოგზაურობას რუსეთის გავლით შეძლებენ.

კომენტარები