ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

ჯაფარიძე: ნინოწმინდაში რაც ხდება, მხოლოდ აისბერგის წვერია, პრობლემა საპატრიარქოშია

ნინოწმინდაში რაც ხდება, ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია. პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში.

კონკორდატი და ყველა იქიდან გამომდინარე პრივილეგია უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი, ხელახლა გაქრისტიანდეს.

სხვა ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლაა, რადგან რეალურ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი საშიშია და/ან პოლიტიკურად წამგებიანი.

დღევანდელი რეალობა კი ზუსტად აჩვენებს რომ ამ ქვეყანაში გაბატონებული პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით

წერს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე. სახალხო დამცველის რწმუნებულებს პანსიონში სხალთელი მიტროპოლიტის, სპირიდონის მითითებით ამ დრომდე არ უშვებენ. გუშინ, 2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

კომენტარები