ვაქცინაცია

გაბუნია ტიკარაძეზე: 100 აცრილი ადამიანიდან 10 შეიძლება ისევ დაინფიცირდეს, მაგრამ მსუბუქად

ვაქცინა 100%-ით იცავს ლეტალური შემთხვევებისგან და დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისგან. ამდენად, სრულად ვაქცინირებულ პირებში დაავადების განვითარება არ ეწინააღმდეგება ვაქცინის ეფექტურობას, პირიქით, ეს ისედაც წინასწარ ცნობილია, ანუ 100 ადამიანიდან, შესაძლოა, დაახლოებით 10-მდე ორჯერ ვაქცინირებული ისევ დაინფიცირდეს, თუმცა, ინფექცია იქნება ძალიან მსუბუქი და მას არ დასჭირდება არც ჰოსპიტალური მკურნალობა და გართულებებიც იქნება მინიმალური...

ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, რჩება ბინაზე, თვითიზოლაციაში, და აგრძელებს დისტანციურად მუშაობას. ჩატარებული აქვს აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით, მეორე აცრის თარიღი განსაზღვრული იყო 14 ივნისისთვის, რაც არის 12-კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდი, თუმცა, ამ მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, მისი მეორე აცრა გადაიხედება 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის კორონავირუსით ინფიცირებაზე. ტიკარაძემ ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა 23 მარტს მიიღო, მეორე აცრა კი, 14 ივნისს უნდა გაეკეთებინა.

კომენტარები