სოციალური დახმარება

ღარიბაშვილი: დაუცველ ბავშვთა დახმარება 1-ლი ივლისიდან 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება

"სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან ორჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე, გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა". – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მილოცვაში თქვა.

"არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის  მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა“. – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები