სოციალური დახმარება

50 ლარიან დახმარებას 140 ათასამდე 16 წლამდე მოზარდი იღებს

ebru.co.ke

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 50 ლარიან შემწეობას 139 976 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 16 წლამდე მოზარდი იღებს.

მუნიციპალიტეტების ნაწილში თანხა ოჯახის საბანკო ბარათზე ირიცხება და მისი განაღდება სრულადაა შესაძლებელი. ნაწილში კი ოჯახს საბანკო ბარათზე 20 ლარი ერიცხება, 30 ლარი კი "ბავშვის კვების ბარათზე".

ბავშვის კვების ბარათის განაღდება სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტების სიაშია შესაძლებელი, თანხის გამოტანა კი ვერ ხდება. ბარათით მხოლოდ სურსათის შეძენაა დაშვებული და აკრძალულია ალკოჰოლის ყიდვა.

 

კომენტარები